Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აბაშიძის ქუჩაზე, ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს
ambebi.ge
13 October 2017, 19:21
აბაშიძის ქუჩაზე ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის სახლთან იკრიბებიან მისი მეგობრები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები. ისინი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

პანაშვიდზე იმყოფებოდა რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომლის თქმითაც, ლიკა ქავჟარაძემ შექმნა გენიალური სახეები ქართულ კინოში.

"ლიკა იყო არაჩვეულებრივი, სიყვარულით სავსე ადამიანი. მართალია, მე ის არ გადამიღია, მაგრამ მარიტა არის გენიალური და ყველა ის სურათი, სადაც ლიკა იყო, არის არაჩვეულებრივი. მე ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო წუხს, რომ ლიკა აღარ იქნება", - აღნიშნა ელდარ შენგელაიამ.

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ხვალ, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი